„ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები“ - კვათანის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი
07-02-2024

ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შეუქმნან და საინტერესო გაკვეთილები შესთავაზონ. 

ამჯერად, II კლასში, ბუნებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირებით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები“. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებლები: ნათია არველაძე და ხატია ღვამიჩავა ხელმძღვანელობდნენ. 

სასწავლო პროცესში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი, აქტიურობდნენ და თავიანთ მოსაზრებებს თამამად აფიქსირებდნენ. თითოეულმა მათგანმა წარმოაჩინა საკითხის ცოდნა და თემისადმი ინტერესი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203