
თელავის N9 საჯარო სკოლისთვის, სასწავლო წლის პირველი სემესტრი დატვირთული იყო საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებოდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია ვიზიტი ხელოვნების სასახლეში.
22 დეკემებერს, მე-21 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლის თინათინ ჯიმუხაძის ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო პროგრამის - „ახალი წლის ტრადიციები“, ფარგლებში ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ.
ვიზიტისას ბავშვებმა დაათვალიერეს ხელოვნების სასახლე, გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს ორიგინალური ნაძვის ხეები და სათამოაშიები.
„ეს ერთ-ერთი ლამაზი დღე იყო მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში“, - ასე აფასებენ სკოლაში, შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთულ გასვლით ღონისძიებას.
იხილეთ ფოტოები: