ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში „ეთნოგრაფიული ნივთების“ გამოფენა მოეწყო
07-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის, II სემესტრის დასაწყისში საინტერესო აქტივობა განხორციელდა სკოლის V კლასში.

მოსწავლეებმა საგანის - „ჩვენი საქართველო“ შესწავლისას, მასწავლებელ ზაზა კიწმარეიშვილის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს „ეთნოგრაფიული ნივთების“ გამოფენა.

მათ შეაგროვეს სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები, გამოფინეს ისტორიის კაბინეტში და თვითონვე მოირგეს ექსკურსიამძღოლის როლი.

წარმოდგენილი იყო საკმაო რაოდენობის ძველი ნივთი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა იცოდნენ თითოეული ნივთის დანიშნულება და მნიშვნელობა. დამთვალიერებელთა შორის იყვნენ სკოლის პედაგოგები, ასევე სხვა კლასების მოწაფეები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევარი და აღფრთოვანება გამოხატეს ნანახის მიმართ.

„აქტივობის განხორციელებით მოსწავლეებს გაუჩნდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და სიძველეებისადმი პატივისცემის განცდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203