ლეღვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანა ისწავლეს
23-05-2018
ლეღვანის საჯარო სკოლაში სასწავლო და შემეცნებითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან. ცოტა ხნის წინ მათ მანანა კიკვაძესთან, ხათუნა მაქაძესთან და მევლუდ მაღრაძესთან ერთად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანა ისწავლეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.