ფშაველის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის - ნია მჭედლიშვილის წარმატება ფინანსური განათლების ოლიმპიადაში
07-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნია მჭედლიშვილი ფინანსური განათლების ოლიმპიადას შეუერთდა და წარმატებაც მოიპოვა. ნია მჭედლიშვილმა 12 საუკეთესო მოსწავლეს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და დიპლომით დაჯილდოვდა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს, მე-10 კლასის მოსწავლე ნია მჭედლიშვილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტით ჩატარებული ფინანსური განათლების ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, სასკოლო კატეგორიაში, 12 საუკეთესო მოსწავლეს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგს.  სკოლა უსურვებს ნიას, მრავალ წარმატებას“,-ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203