დაუვიწყარი სადღესასწაულო ღონისძიება თელავის N9 საჯარო სკოლაში
07-02-2024

თელავის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და მათთვის ხალისიანი სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება ეწყობა. 

ასეთივე განწყობით დაგვირგვინდა პირველი სასწავლო სემესტრი სკოლაში. მოსწავლეების დიდი მონდომებით, აქტიურობითა და ჩართულობით, სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძება გაიმართა. 

ღონისძიება თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის - „თანადგომა“, ორგანიზებით ჩატარდა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოების წინაშე, თავიანთი მუსიკალური და სამსახიობო ოსტატობა წარმოაჩინეს, რამაც მაყურებელთა აღფრთოვანება გამოიწვია.

დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203