წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას კედლის გაზეთები მიუძღვნეს
07-02-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

XI კლასის მოსწავლეები ამჟამად, პედაგოგ მარინა მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი კლასიკოსებსა და მათი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელის - ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას სწავლობენ. 

დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მოღვაწეობა და ქართველი ერის წინაშე მისი ფასდაუდებელი ღვაწლი მოსწავლეებმა კედლის გაზეთებში აღწერეს. 

„ილია, როგორც ერის მამა“, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი საქმიანობა“, „ჩატეხილი ხიდი“ - კედლის გაზეთების თემატიკა მრავალფეროვანი და საინტერესოა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203