ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ანსამბლი - „ფშაველი“ ქორეოგრაფიულ ფესტივალზე წარმატებით წარდგა 
07-02-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქორეოგრაფიული ანსამბლის „ფშაველი“ აქტიური წევრები არიან, დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს, შესაბამისად მათ სახელზე არაერთი წარმატებაა.

ანსამბლი ახლახან ქორეოგრაფიულ ფესტივალზე - „ვიცეკვოთ ქართულად“ წარმატებით წარდგა. 

„სკოლა ულოცავს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფშაველს“ ქორეოგრაფიულ ფესტივალში მონაწილეობას და მიღწეულ წარმატებას, წარმატებები ბავშვებს და ქორეოგრაფს ქართული ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ანსამბლი „ფშაველი“ დაკომპლექტებულია სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეებით. ანსამბლს წარმატებით ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი ცისანა ქოთილაიძე-ბაღათრიშვილი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203