კერძო სკოლა „ოპიზაში“ მე-9 კლასის მოსწავლის - მარიამ კაპანაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო
07-02-2024

თბილისის კერძო სკოლა „ოპიზაში“ მოსწავლეთა შემოქმედებითობას ახალისებენ და მათი ნიჭის განვითარება-წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლა „ოპიზას“ საგამოფენო სივრცე ხშირად მასპინძლობს ნიჭიერი მოსწავლეების ნამუშევრებს. ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლის - მარიამ კაპანაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

გამოფენას ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. გამოფენის ინიციატორი სკოლის ხელოვნების პედაგოგი ანა მარკოზია გახლდათ.

„წარმატებებს ვუსურვებთ მარიამს შემოქმედებით ასპარეზზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203