ბათუმის N25 სკოლის მოსწავლეები მსოფლიოს მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
07-02-2024

„იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ - აღნიშნული ლოზუნგით ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის ინიციატივას შეუერთდნენ და გახდნენ მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოსწავლე-მასწავლებლებმა სკოლაში მიიწვიეს მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი, საბავშვო წიგნების ავტორი, სახალხო მკურნალი ქალბატონი ნანული ყურშუბაძე-გვარიშვილი.

პირველი კლასის მოსწავლეებმა პოეტის დაწერილი ლექსები წაიკითხეს. მესამე კლასის მოსწავლეებმა კი წარადგინეს ილუსტრირებული წიგნები, რომლებიც თავად დაამზადეს. მათ მიიღეს შეფასება და რჩევები მწერლისგან. აღნიშნული წიგნები სკოლის ბიბლიოთეკაში განთავსდა.

„უღრმესი მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, მშობლებს ჩართულობისთვის და მოსწავლეებს აქტიურობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203