გეგუთის N1 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულს ხალისით შეუერთდნენ
07-02-2024

თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლაში STEM საგნების სწავლების წახალისებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეები ხალისით შეუერთდნენ კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულს - HOUR OF CODE (კოდის ერთი საათი), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის მიზანი იყო კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა.

პროგრამირების ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში ავითარებს ლოგიკურ, ალგორითმულ, შემოქმედებით აზროვნებას და პასუხობს 21-ე საუკუნის მოთხოვნებს.

„გვეამაყება, რომ ჩვენი სკოლა მონიშნულია მსოფლიო რუკაზე, როგორც ამ პროცესებში მონაწილე სკოლა. მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო დავალებები და მათ გადაეცათ დამადასტურებელი სერტიფიკატები. სკოლა მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა ტექნოლოგიურ აქტივობაში მოსწავლეების ჩართვას. მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლესა და მათ მასწავლებელს ბატონ გიორგი ჩაჩუას, ვუსურვებთ მათ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203