
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ქართული ლიტერატურის შესწავლისას მოამზადეს და კლასში წარადგინეს ღონისძიება-პროექტი - „ვარსქენის გასამართლება“.
მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ზიზო ბურდული გახლავთ.
მოსწავლეებმა კარგად შეისწავლეს ნაწარმოები, შეარჩიეს თემატური სამოსი და იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სკოლის დირექცია და მასწავლებლები.
ღონისძიება საინტერესო იყო იმ კუთხითაც, რომ ბავშვებმა პარალელი გაავლეს ძველ და ახალ სასამართლო სისტემას შორის. პროექტი მიზნად ისახავდა ტექსტის სიღრმისეულად შესწავლას და მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. უსურვებს წარმატებას და მრავალი პროექტის განხორცილებას.
იხილეთ ფოტოები: