მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის დასაწყისი - კერძო სკოლა „მილენიუმში“ მასშტაბურ პროექტს ჩაეყარა საფუძველი
06-02-2024

კერძო სკოლა „მილენიუმში“ 2024 წელი ახალი, დიდი პროექტით დაიწყო.

სამომავლო თანამშრომლობის ოფიციალურად გასაფორმებლად სკოლას ეწვია ბათუმის მომავლის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ცირა ქასრაძე.

ორივე სკოლა თანხმდება, რომ ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც თავად საგანმანათლებლო დაწესებულებების შემდგომი განვითარებისათვის, ისე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისათვის.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის საგანმანათლებლო ექსკურსიებს აჭარასა და ქვემო ქართლში, ერთობლივ კონფერენციებს, მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს, ოლიმპიადებს, კონკურსებს, გაცვლით ტესტირებებსა და სხვ.

შეხვედრას „მილენიუმის“ დირექციასა და მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდა მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელიც, რომელმაც დიდი ინტერესი გამოხატა ბათუმელ თანატოლებთან მომავალი თანამშრომლობისა და დამეგობრების მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203