გორას საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა 
06-02-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. 

უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს წაუკითხეს გურამ პეტრიაშვილის - „წვიმის მოყვარული კაცი“, და გამართეს დისკუსია. 

წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა. მათ ხმამაღლა წაიკითხეს დიდი წიგნი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203