თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა მედიაწიგნიერების ამაღლების მიზნით გამართულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა  
06-02-2024

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. 

ამჯერადაც, მე-8 კლასის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ დიდი ინტერესით. ბავშვებმა ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევა ისწავლეს და საკითხში ცოდნა აიმაღლეს. 

სკოლას აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცა სერტიფიკატი და შესაბამისი ემბლემა.

სკოლა მადლობას უხდის კომუნიკაციების კომისიას მოსწავლეთა შრომის დაფასებისთვის. მოსწავლეებს კი წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203