
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების იმართება არაერთი საინტერესო ღონისძიება.
29 იანვარს, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებს შორის, საგნის მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა - დავით სურმანიძემ ჩაატარა შეჯიბრი შაშის თამაშში.
თამაში საინტერესოდ წარიმართა, ბავშვებმა აზრიანად ითამაშეს და წარმატებით გამოავლინეს შესაძლებლობები. გამარჯვებული მოსწავლეები მასწავლებელმა წაახალისა და სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: