ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტში გამართულ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობდნენ
06-02-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, ახალშენის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივ პროექტში რომელიც თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.
პროექტში მოსწავლეები პედაგოგ დალი დევაძის მხარდაჭერით ჩაერთნენ და ახალი ტექნოლოგიერბის შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს და შეიმეცნეს.