„ვინ მოგვცა შვილი დასაკარგავი“ - თეკლათის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულის - უკრაინაში მებრძოლი გოჩა ჟვანიას დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს
06-02-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში, კურსდამთავრებულს -  უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გოჩა ჟვანიას გლოვობენ. 

სკოლაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ გოჩა ჟვანიას დაღუპვის გამო და ქართველი მებრძოლის ოჯახსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებენ. 

„რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის...!“ - თეკლათის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულისა და თანასოფლელის, ღირსეული ვაჟკაცის - გოჩა ჟვანიას დაღუპვის გამო. იგი გმირულად დაეცა მოძმე უკრაინის მიწაზე, შეეწირა თავისუფლებისთვის თავგანწირულ და უშეღავათო ბრძოლას. სამძიმარს ვუცხადებთ სრულიად საქართველოს... მართლაცდა, ჩვენ „ვინ მოგვცა შვილი დასაკარგავი...“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

ქართველი მებრძოლები - გოჩა ჟვანია და ზურა წიკლაური 2 თებერვალს, უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაიღუპნენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203