„მომავალი პროფესია“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში, სადამრიგებლო საათის ფარგლებში, მეზღვაურს უმასპინძლეს 
06-02-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. სწორედ აღნიშნულ თემას მიეძღვნა მე-8 კლასში ჩატარებული სადამრიგებლო საათი.

სადამრიგებლო საათის თემა იყო  - „მომავალი პროფესია“ და მას დამრიგებელი ხათუნა უსტიაშვილი ხელმძღვანელობდა.

„რას ვითვალისწინებთ პროფესიის არჩევისას? რა უფრო მნიშვნელოვანია - ინტერესები, პროფესიის მოთხოვნა ბაზარზე, პრესტიჟულობა/ შემოსავლიანობა. ამ თემებზე სასაუბროდ პედაგოგმა და მოსწავლეებმა კლასში მიიწვიეს სტუმარი - თავის პროფესიაში წარმატებული
- მეზღვაური გიორგი გერსამია. ის მოსწავლეებს პროფესიულ საქმიანობაზე ესაუბრა და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა. სტუმარმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩეული პროფესიისადმი ინტერესი, რაც სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს. წარმატება დიდად არის დამოკიდებული ადამიანის მიზანსწრაფულობაზე, მიზნის დასახვა და შემდეგ შრომა დასახულის მისაღწევად აუცილებელია.

მან აგრეთვე დასძინა, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ბევრი პრობლემა შეიძლება შეხვდეს ადამიანს, მაგრამ მთავარია არ გადაუხვიო მიზანს. სტუმარმა დაასახელა10 მიზეზი თუ რა პრივილეგია აქვს მეზღვაურის პროფესიას. ასევე აღნიშნა რეგიონში ამ პროფესიის პოპულარობა, რაც ხელს უწყობს აჭარის განვითარებას.

გიორგი გერსამიამ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ პროფესიაში გენდერის ნიშნით განსხვავება არ უნდა არსებობდეს - „მთავარია გინდოდეს, შეუძლებელი არაფერია!

ბოლოს კი უპასუხა მოსწავლეთა დასმულ კითხვებს.

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის ეს შეხვედრა. ამისთვის კი უღრმესი მადლობა ჩვენს სტუმარს - გიორგი გერსამიას“, - აღნიშნავს პედაგოგი ხათუნა უსტიაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203