აჭყვას საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბის წევრებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესოდ აღნიშნეს 
06-02-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სკოლაში წარმატებით მუშაობს ლიტერატურული კლუბი - „მზე“, რომლის წევრებიც სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს აქტიურად ეცნობიან და სხვებსაც წიგნის კითხვისკენ მოუწოდებენ. 

სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

წიგნიერების დღესასწაულთან დაკავშირებით, შეიკრიბა ლიტერატურული კლუბი „მზე“. მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობაზე და ნაწარმოებებიდან მათთვის საინტერესო ნაწყვეტები წაიკითხეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

„მადლობა მათ ჩართულობისთვის, საინტერესოდ წაკითხული ტექსტებისთვის და, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ არ დაივიწყეს ეს მნიშვნელოვანი დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

კლუბის კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ირინე გორგაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო - ბმული1, ბმული2, ბმული3, ბმული4, ბმული5, ბმული6

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203