დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოლკლორულ ღონისძიებაზე წარმატებით წარდგნენ
05-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით მოწაფეები სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ახლახან, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, კულტურის ცენტრისა და რესურსცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში პროექტის - „ავაღორძინოთ ფოლკლორი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის თერთმეტი სკოლა მონაწილეობდა. მონაწილეთა შორის იყვნენ ​დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანასტასია ოსეფაიშვილი, ანამარია ოსეფაიშვილი, მილენა ქავთარაძე, ანა სერებრიაკოვი და როგორც სკოლაში ახასიათებენ, მათი შესანიშნავი, უნიჭიერესი და უსაყვარლესი მუსიკის პედაგოგი მარინა მამალაძე.

ბავშვებმა ორი სიმღერა შეასრულეს. ერთ-ერთი სიმღერის და მუსიკის ავტორი თავად მარინა მამალაძე გახლავთ.

„წარმატებები დაბლაციხის საჯარო სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203