მატნის N1 საჯარო სკოლაში სასათბურე მეურნეობა მოეწყობა
05-02-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მეწარმეობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნავენ.

სკოლაში წარმატებით მუშაობს მეწარმეთა კლუბი, რომლის ბიზნესისა და მეწარმეობის მიმართულებით ცოდნას და უნარებს იძენენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, მეწარმეთა კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პროგრამის სკოლა-ბიზნესის ფორუმში, სადაც საინტერესო პროექტი წარადგინეს და კომპანია „ბადაგონისგან“ დაფინანსება მოიპოვეს. სკოლაში სასათბურე მეურნეობა მოეწყობა.

სკოლაში სიახლე ახარებთ და მოსწავლეებს წამოწყებაში წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203