
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
2 თებერვალს, წიგნიერების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის N8 საჯარო სკოლის Vე და Vვ კლასებში ჩატარდა გაკვეთილი მშობელთა ჩართულობით.
ბავშვებმა წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის „ორმოში ჩაგდებული მეფე“ და იმსჯელეს მთავარ სათქმელზე. გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: