ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საზეიმო ღონისძიება 
05-02-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში არაერთი, როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

26 დეკემბერს, ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გამართეს საახალწლო ზღაპარი. ღონისძიებისთვის საჭირო დეკორაციების მოწყობასა და მოსწავლეთა კოსტიუმირებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა მშობლები. ღონისძიების ჩატარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის პედაგოგ მ. მახარობლიშვილს. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟების როლები ოსტატურად მოირგეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ბავშვებმა წარმოადგინეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.

სპექტაკლის დასასრულს მოსწავლეები თოვლის პაპამ დაასაჩუქრა. მაყურებლებისგან კი პაატარა მსახიობებმა გულწრფელი ემოცია და ტაში დაიმსახურეს.

დირექტორმა - თამილა ქურხაშვილმა მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი წელი და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203