„შეიყვარე წიგნი, წიგნი - ცოდნის წყარო! “ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა გზავნილი
05-02-2024

„შეიყვარე წიგნი, წიგნი - ცოდნის წყარო! “- სწორედ ამ მოწოდებით გამოეხმაურნენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ლია ბარბაქაძე) წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს.

მოსწავლეები გულთბილად მიიღო სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა - თეონა ჯანელიძემ. მან ბავშვებს გააცნო მოკლე ინფორმაცია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის შესახებ, თუ როგორ და რატომ აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნული დღე.

თავად მოსწავლეებმა ერთმანეთს წარუდგინეს საყვარელი სახელმძღვანელოები, მოკლე საინტერესო ამონარიდები გააცნეს თანატოლებს წიგნებიდან და ერთმანეთს ურჩიეს მათი წაკითხვა.

კლასის დამრიგებელმა კი აღნიშნა, რომ მოსწავლეები მთელი თებერვლის განმავლობაში საოჯახო ბიბლიოთეკიდან ამოარჩევენ საინტერესო წიგნებს და წაიკითხავენ ყოველ საღამოს. თვის ბოლოს კი ისევ შეიკრიბებიან სკოლის ბიბლიოთეკაში და ერთმანეთს გააცნობენ წაკითხულ ნაწარმოებებს.

მეორეკლასელები, პედაგოგ ლია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს სასიამოვნო და საინტერესო მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203