წალენჯიხის N2 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ისტორიულ -ეთნოგრაფიულ მუზეუმში
05-02-2024

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასში დამრიგებლის საათი მოსწავლეთა კულტურულ განვითარებას დაეთმო. 

სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ლუიზა წურწუმიასთან ერთად, დამრიგებლის საათის ფარგლებში, ისტორიულ -ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მუზეუმის ხელმძღვანელმა - ოლეგ სალიამ მოსწავლეებს გააცნო სამეგრელში, კერძოდ, წალენჯიხაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი  პალეოლითის, ნეოლითის, ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს პერიოდს ნივთები, აგრეთვე მე-19 და მე-20 საუკუნეების ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები,  წალენჯიხის ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა ფოტო და დოკუმენტური არქივი.

ოლეგ სალიამ, მოსწავლეებს მოუთხრო მუზეუმში დაცული ექსპონატების ისტორია, ყურადღება გაამახვილა წალენჯიხელ საზოგადო მოღვაწეებზე და მოსწავლეებს სთხოვა სამომავლოდ მოიძიონ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით საქართველოს ისტორიაში და მოაწყონ სასკოლო კონფერენცია - ცნობილი წალენჯიხელები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ლექციის მოსმენით, თავადაც გაახარეს მუზეუმის ხელმძღვანელი და მუზეუმის თანამშრომელი ბედიშა ხარჩილავა.

მე-6 კლასელებმა ლექსები ექსპრომტად წაიკითხეს და შეასრულეს სიმღერები. ამისთვის, სკოლაში მადლობას უხდიან ქართული ენის პედაგოგს - ქეთო ღვინჯილიას.

„დღემ ნაყოფიერად და შთამბეჭდავად ჩაიარა, კლასის დამრიგებელმა ლუიზა წურწუმიამ და მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მუზეუმის თანამშრომლებს საინტერესო და შთამბეჭდავი
გაკვეთილისთვის“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203