
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიის შესწავლისას თავად არიან მკვლევარები, ატარებენ მრავალფეროვან ცდებს და ცოდნას პრაქტიკული მუშაობით იმტკიცებენ.
სკოლის ქიმიის უფროსი მასწავლებლის - არევატ თანგამიანის მიერ ლაბორატორიაში ჩატარებული გაკვეთილები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და სახალისოა.
განსაკუთრებით საინტერესოა ქიმიის ჯგუფის მოსწავლეების ჩატარებული საჩვენებელი ექსპერიმენტები - 1)ვარდის ფერის შეცვლა, 2)აქტიური ვულკანი და 3) ფარაონის გველი.
აღსანიშნავია, რომ საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტებით სწავლება მოსწავლეებში მეტ ინტერესსა და სასწავლო პროცესში ჩართულობას იწვევს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: