სამების საჯარო სკოლის მეწარმეობის კლუბის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთები მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოიფინა და გაიყიდა
05-02-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნავენ. 

სამების საჯარო სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს მეწარმეობის კლუბი - „მარჯვე ხელები“. 

კლუბი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგად დაარსდა. 

კლუბის წევრები მეწარმეობას სწავლობენ და ბიზნეს უნარებს იძენენ. 

კლუბმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაში - „ახალი წლის დღეები“. 

მოსწავლეებმა საშობაო ბაზრობაზე გამოფინეს და გაყიდეს ხელნაკეთი ნივთები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას, ვისაც კლუბის წარმატებით მუშაობაში შეაქვს წვლილი.

„მადლობა, სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომლის დაფინანსებამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს კლუბს;  მადლობა წალკის მერიას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის; მადლობა ჩვენს ყოჩაღ და ხელმარჯვე მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203