ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს 
05-02-2024

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

მათ საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიდან წაიკითხეს ნაწყვეტები, ლექსები და მოთხრობები.

 აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარიამ ბრეგვაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები და პედაგოგი, ასევე, ესტუმრნენ სოფელის საჯარო ბიბლიოთეკას, სადაც აგრეთვე სხვადასხვა ჟანრის  სახელმძღვანელოებს გაეცნენ და წაიკითხეს. მოსწავლე-მასწავლებელმა მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს - ნელი მოდებაძეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203