დაბლაციხის საჯარო სკოლაში ეკოვიქტორინა გაიმართა
05-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. შესაბამისად, სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობას აქტიურად ეწევიან, ეკოკლუბელები, ასევე, ჩართულნი არიან მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში. 

30 იანვარს, ეკოკლუბის ფარგლებში, კლუბის კურატორის - მაია ჩხიკვაძის ორგანიზებით, ჩატარდა შემეცნებითი და ინტელექტუალური ეკოვიქტორინა: „ცოდნა, ლოგიკა, ინტელექტი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორი გუნდი - „რიგელი“ და „ბეტელგეიზე“ აქტიურად ჩაერთო ცოდნის, ინტელექტისა და ლოგიკის ბლოკებში დაგეგმილ აქტივობებში.

პროექტის - „ჩვენ და გარემოს“ ფარგლებში, მოსწავლეებმა განიხილეს მიკროპლასტმასას გამოყენებასთან დაკავშირებული როგორც ეკოლოგიური, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და განიხილეს მოგვარების გზები.

პროექტში ჩართულნი იყვნენ - ხელოვნების, საბუნებისმეტყველო და მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფების წევრები - ლელა კალანდაძე, ფილიპე გიორგაძე და მარიკა ონიანი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203