მარინე რუსაძე - პედაგოგი, რომელსაც საატესტატო გამოცდებზე არც ერთი ჩაჭრილი მოსწავლე არ ჰყოლია
23-05-2018

მარინე რუსაძე იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი, უფროსი მასწავლებელი და საბუნებისმეტყველო კათედრის ფასილიტატორია.

მისი მოსწავლეები ქიმიის საატესტატო გამოცდაზე აჩვენებენ კარგ შედეგებს და რაც მთავარია, საატესტატო გამოცდების დაარსების დღიდან დღემდე არ ჰყოლია არც ერთი ჩაჭრილი მოსწავლე.

მარინე რუსაძე სკოლაში ახორციელებს რამდენიმე პროექტს. განსაკუთრებით საინტერესოა „ჩემი საინფორმაციო ველი“, რომელსაც წლებია ატარებს მის სადამრიგებლო კლასში და დიდი პოპულარულობით სარგებლობს უფროსკლასელებში. ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში სტუმრად იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები.

პედაგოგმა განახორციელა პროექტი „ნიკოლაძეების საგა“, რომელიც დაიწყო ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში და დამთავრდა მარიამ მუსხელიშვილთან სტუმრობით. პედაგოგი ატარებს თავისუფალ გაკვეთილებს „კინო სკოლაში“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მოსწავლეებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203