წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მედიაწიგნიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო ტრენინგი გაიარეს 
05-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეები - მზიკო მუკბანიანი, ქრისტინა უგულავა და ლუკა ტყაბლაძე დაესწრნენ ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ჩატარებულ 5-საათიან ტრენინგს თემებზე - „რა არის მედიაწიგნიერება?“ და „დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის მეთოდები“.

ტრენინგს ესწრებოდნენ დასავლეთ რეგიონების სხვა სკოლის მოსწავლეებიც.

როგორც წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, ტრენინგზე მოსწავლეებმა მიიღეს დიდი გამოცდილება, გაიცნეს ერთმანეთი. მოსწავლეებმა უამრავი სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები განახორციელეს.

„ტრენინგის დახმარებით ახლა მოსწავლეებს შეუძლიათ ამოიცნონ ნამდვილი და ყალბი ინფორმაციები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203