ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ფრენბურთში, სასკოლო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა
05-02-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის, ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის გოგონებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სკოლების შორის გამართულ სასკოლო ოლიმპიადაზე, ფრენბურთში წარმატებით იასპარეზეს და მე-2 ადგილი დაიკავეს. 

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ ღონისძიებებში მონაწილეობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203