
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მიდგომა მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს უვითარებს, ამასთან მოზარდების მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
მათ შორის აღსანიშნავია, ოლადაურის საჯარო სკოლის მასწავლებლის - თინა ფუტკარაძის მეტად საინტერესო პროექტი, რომელის მიზანი იყო, მოსწავლეებმა შეიმეცნონ ჩვენი სამყარო, გაეცნონ მისი წარმოშობის თეორიებს, ჩამოუყალიბდეთ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები და გუნდური მუშაობის უნარები.
მოსწავლეებმა პროექტზე ხალისითა და ინტერესით იმუშავეს და ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს.
იხილეთ ფოტოები: