ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა სივრცული ფიგურები შექმნეს 
02-02-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე აისახება. 

ახლახან, მე-5 (დამრიგებელი: ცირა ბოლქვაძე) და მე-5 (დამრიგებელი: ნანა მალაყმაძე) კლასებში ჩატარდა აქტივობა - „სივრცითი ფიგურების შექმნა“. 

მოსწავლეებმა სივრცული ფიგურები ხალისითა და დიდი ინტერესით დაამზადეს. აქტივობა მათთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევიც აღმოჩნდა. 

მათემატიკის პედაგოგმა -  ცირა ბოლქვაძემ ბავშვების მეტი დაინტერესებისა და შესასწავლი თემის უკეთ აღქმისთვის, საგაკვეთილო პროცესში გამოიყენა პრაქტიკული მაგალითებით გაჯერებული სივრცითი ფიგურები (რესურსი: პლასტელინი, ჩხირები). 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203