პტენის საჯარო სკოლაში ჭარბტენიანი ტყეების საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა
02-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ჭარბტენიანი ტყეების საერთაშორისო დღე.

გარემოსდაცვით დღეს სკოლაში პრეზენტაცია მიეძღვნა, რომელიც სკოლის დირექტორმა, მოსწავლე-მასწავლებლებთან ერთად წარადგინა. 

პრეზენტატორებმა ისაუბრეს ჭარბტენიან ტყეებსა და მათ მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. 

რამსარის კონვენციის ხელმოწერის თარიღის მიხედვით, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება. კონვენცია, ჭარბტენიანი ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით, 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203