„გავუფრთხილდეთ დედამიწას!“- ქსოვრისის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა გზავნილი და საინტერესო ღონისძიება
02-02-2024
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
2 თებერვალს, ქსოვრისის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ სოფიო მაისურაძესთან ერთად დედამიწის (ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო) დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დახატეს თემატური ნახატები, ისაუბრეს ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე შეასრულეს სიმღერები და მხატრულად წაიკითხეს ლექსები.