„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - წიგნიერების დღესასწაული შორაპნის საჯარო სკოლაში
02-02-2024
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - ამ სლოგანით ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის აქტიურობით, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა საყვარელი ნაწარმოებიდან სასურველი ეპიზოდები წაიკითხეს და თანატოლებს მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდეს.
ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ საერთაშორისო ინიციატივას, რათა გავმხდარიყავით მსოფლიოს ამ მაშტაბური ღონისძიების ნაწილი.
აღსანიშნავია, რომ შორაპნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს