ქუთაისის N16 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდა 
02-02-2024
2 თებერვალს, მსოფლიო წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს აღნიშნავს. ქუთაისის ქუთაისის N16 საჯარო სკოლა წიგნიერების დღესასწაულს აქტიურად შეუერდა. 

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - აღნიშნული ლოზუნგის გარშემო, მოსწავლე-მასწავლებლები გაერთიანდნენ და საზოგადოებას წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

ქუთაისის N16 საჯარო სკოლა ტრადიციულად, წელსაც ჩაერთო ამ საერთაშორისო ინიციატივაში და გახდა მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურიდან ნაწყვეტები ხმამაღლა წაიკითხეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლე-მასწავლებლებმა საბავშვო ბაღის პატარებიც ჩართეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბაღის აღსაზრდელები დიდი სიამოვნებით უსმენდნენ სკოლის პედაგოგებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203