ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტერარიუმები შექმნეს
02-02-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ამჯერად, მოსწავლეებმა თემაზე ტერარიუმი იმუშავეს. მოსწავლეებმა ტერარიუმის მნიშვნელობა ისწავლეს და მრავალფეროვანი ფორმისა და ზომის, ყვავილებით თუ მცენარეებით დამშვენებული ულამაზესი ტერატიუმები საკუთარი ხელით შექმნეს.