კერძო სკოლის - „ცოდნა - ნათელა მურადაშვილი“ მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ
23-05-2018
თბილისის კერძო სკოლის - „ცოდნა - ნათელა მურადაშვილი“ მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი მასალა, ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების მემორიალური ნივთები დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლები სკოლაში სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები