ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
02-02-2024
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები მოსწავლეებს კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
შესაბამისად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ - წიგნიერების დღესასწაულის გზავნილს მოსწავლე-მასწავლებლები ხალისით შეუერთდნენ და საზოგადოებას წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს.
მე-5ა და მე-5ბ კლასის დამრიგებლებმა - ნუნუ ხურციძემ და თამთა გაჩეჩილაძემ, ამ დღის აღსანიშნავად „კითხვის საათი“ მოაწყვეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ქართველთათვის „მეორე სახარებად“ წოდებული „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებას ოდითგანვე უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოსწავლეთა სულიერი ფორმირების თვალსაზრისით. ამიტომ შეირჩა აფორიზმები, რომლებიც მოსწავლეებმა წაიკითხეს და გაკვეთილის ბოლოს იმსჯელეს, გაანალიზეს და გააცნობიერეს მასში ჩადებული სიბრძნე.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე 2 თებერვალს აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს