ჯაბნიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის - მიხეილ მუკუტაძის საინტერესო პროექტი და წარმატება კონკურსში
01-02-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის ენის მასწავლებელი მიხეილ მუკუტაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივას - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ აქტიურად შეუერთდა. 

პედაგოგის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტი სახელწოდებით - The Best Online Teaching-Unlimited Dreams 60 შერჩეულ პროექტს შორის აღმოჩნდა, რაც მასწავლებლისთვის დიდი წარმატება და მეტი მოტივაციის მიცემია.

ჯაბნიძეების საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები ულოცავენ მიხეილ მუკუტაძეს ამ წარმატებას და უსურვებენ მომავალშიც ბევრი ასეთი აქტივობებით გაამრავალფეროვნოს თავისი პედაგოგიური პრაქტიკა.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს მასწავლებლებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203