მუზეუმი დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში - საინტერესო ინიციატივა და მირზა გელოვანის ნივთების გამოფენით გახსნილი პროექტი
01-02-2024

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი პროექტი ხორციელდება. 

31 იანვარს, სკოლას მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის თანამშრომლები ესტუმრნენ, რომელთა ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროექტს - „მუზეუმი სკოლაში“.

საინტერესო პროექტი დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში მირზა გელოვანის გამოფენით დაიწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინიციატივას სკოლა აქტიურად შეუერთდა და მუზეუმის თანამშრომელთა შეთავაზებას მირზასადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა სიამოვნებით დათანხმდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203