ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას გაეცნენ
სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
მათ შორის ბათუმის N8 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე - მეგი ლორთქიფანიძე, ელენე მოსიძე და მაგდა ხალვაში ჯგუფური ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.
მოსწავლეები გაეცნენ უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, შეხვდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს -
ცოტნე ანანიძეს და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს - ილია ვერძაძეს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებები, მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში პროექტის ორგანიზატორებს მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: