ეშტიის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული ორი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი
01-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი. საგაკვეთილო პროცესი ორი საგნის - ქართულის, როგორც მეორე ენის და ისტორიის ინტეგრირებით წარიმართა. 

გაკვეთილის თემა იყო - საქართველო.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისოც აღმოჩნდა. პედაგოგებმა ბავშვები მრავალფეროვან აქტივობებში ჩართეს. მათ შორის ბავშვებმა მოამზადეს  წიგნი საქართველოს კუთხეები, ააწყეს სახელმწიფო რუკა. ასევე, მოეწყო დისკუსია, მოსწავლეები საკუთარი აზრი დააფიქსირეს.

სასწავლო პროცესს მასწავლებლები - ნარინე აროიანი და სვეტლანა აროიანი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203