მუსხის საჯარო სკოლის მე-3 კლასში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
01-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის მე-3 კლასში ლამაზად და სუფთად წერის პოპულარიზაციის მიზნით კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. 

კონკურსს დამრიგებელი ხათუნა ბელაშვილი ხელმძღვანელობდა. კონკურსანტები თავად მოსწავლეებმა შეაფასეს, გამოვლინდა სამი გამარჯვებული. 

მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს. 

აღსანიშნიავია, რომ სკოლაში, როგორც საგნობრივი ცოდნისა ამაღლებას, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203