2018 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგები ცნობილია. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შედეგებისა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადანაწილების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საიტზე
www.vet.emis.ge.
რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტები პროფსასწავლებლებს უნდა დაუკავშირდნენ.