მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება ხიზაბავრის საჯარო სკოლაში
31-01-2024
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში, 30 იანვარს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში,  გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრას ასპინძის მუნიციპალიტეტის პროგრამის პარტნიორი და დამეგობრებული საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერები, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე ლიდერი და დამეგობრებული საჯარო სკოლების მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია წარადგინეს. ასევე გაიმართა გასული სემესტრის  საუკეთესო პროექტების შედეგების პრეზენტაცია. 

გაერთიანებულ სამუშაო შეხვედრაზე თითოეულმა პარტნიორმა და დამეგობრებულმა საჯარო სკოლამ  სათემო საჭიროებების მოგვარებისკენ მიმართული და სასკოლო საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტები შეიმუშავა, რომელსაც შემდგომი 3 თვის მანძილზე განახორციელებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203