თაზაკენდის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს
23-05-2018
თაზაკენდის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები თბილისში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს. მოზარდებმა გოგოირდის აბანოები და ლეღვთახევის ჩანჩქერი ნახეს, საბაგიროთი ნარიყალაზე ავიდნენ, დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, ისეირნეს რიყისა და მთაწმინდის პარკებში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დაინტერესდნენ ქართული კულტურით, იქვე დაიგეგმა სამომავლო საექსკურსიო მარშრუტები, მოზარდებში გაიზარდა ქართული ენის სწავლის მოტივაცია.